ტიკარაძე – ვაქცინაციის ტემპი კარგად მიმდინარეობს

დღეს საქართველოში 700 000-ზე მეტი მოქალაქე არის აცრილი და მოკლე პერიოდში, რა დროსაც ჩვენ დაწყებული გვაქვს ვაქცინაცია, ეს არის კარგი მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ვაქცინაციის ტემპი კარგად მიმდინარეობს.

„ჩვენი ექიმების ინფორმაციული მუშაობა რომ არა, რომლებიც დადიან სხვადასხვა რეგიონში და ადგილზეც აცნობენ მოქალაქეებს, ეს ტემპი მიღწეული ვერ იქნებოდა. დღესდღეობით ჩვენ შეგვიძლია 25 000-ზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად გავატაროთ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის აქტიურობაც საკმაოდ მაღალია. ეს ნამდვილად კარგი შედეგია. ჩვენი თავდაპირველი სამიზნე მაჩვენებელი დღეში 20 000 აცრა იყო. დღეს იმის რესურსი გვაქვს, რომ ჩავატაროთ 30 000 აცრაზე მეტი. ამჟამად, ყოველდღიურად 25 000 ადამიანი აქტიურად იცრება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტემპი შენარჩუნდება. ყველაფერი აქამდე დასახული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – სასწრაფო-გადაუდებელი დახმარება მუშაობს მაქსიმალური ჩართულობით, თუმცა დაგვიანებები არსებობს
შემდეგი სტატიაიმნაძე – დიდი იმედი გვაქვს, რომ შეზღუდვები მოგვცემს საშუალებას, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა იყოს ნაკლები​