თვითიზოლაციაში გადავიდე? ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს? – გიორგი გახარია

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერმინსტრს ჟურნალისტებმა ნინო წილოსანის კოვიდინფიცირებასთან დაკავშირებით კითხეს, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ ქართული ოცნება ყველა საარჩევნო შეხვედრაზე სრულად იცავს უსაფრთხოების ნორმებს. პირადად მას კი, ტესტიც აქვს ჩატარებული, რომელიც უარყოფითი აღმოჩნდა:

არ ვიცი ნინო წილოსანი თავისი ცხოვრების რა ნაწილზე საუბრობდა, რომ პირბადე ეკეთა, მაგრამ საარჩევნო კამპანიის პირობებში, როცა ჩვენ გვქონდა ამ კამპანიაში ერთობლივი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველას – მეც, ნინო წილოსანსაც და ჩვენი გუნდის ყველა წევრსაც გვეკეთა პირბადე.

იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც ჩემს თანამშრომლებთან მაქვს, რომელთანაც გუშინაც მქონდა შეხვედრა და დღესაც, მე მაინც წავედი და ეს ტესტი გავიკეთე, პასუხი არის უარყოფითი.

რა გინდათ ახლა თქვენ, როცა მე პირბადე მიკეთია ყოველთვის, ტესტიც დამატებით გავიკეთე, თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა? ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს, იქნებ იდეა შემომთავაზოთ ამასთან დაკავშირებით?” – მიმართა გახარიამ ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშიფონდმა „ქართუმ“ თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
შემდეგი სტატიახელისუფლებას ორი ვარიანტი აქვს- გადადოს არჩევნები და მიიღოს 0 ხმა, ან ჩაატაროს და გადავიდეს ოპოზიციაში – მიხეილ სააკაშვილი