თურქეთის მთავრობამ საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა?

მობილიზაციათურქეთის მთავრობამ საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა – ამის შესახებ თურქეთის მოქალაქემ დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. რაშად მამედოვის თქმით, რომელიც წარმოშობით აზერბაიჯანიდან არის, ის რეზერვის ლეიტენანტია და გამოაქვეყნა უწყება სამხედრო კომისარიატში სასწრაფოდ გამოცხადების შესახებ.
ამასთან ერთად, მან განაცხადა, რომ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, რომელიც სირიის კრიზისს უკავშირდება, რუსეთის ბრალია.
“მეგობრებო, ჩვენთან საერთო სახელმწიფოებრივი სამხედრო მობილიზაციაა გამოცხადებული – მე დღეს მომივიდა მოწვევა” – წერს იგი.

banner
წინა სტატიაშიმედვედევის გამოსვლისას სააკაშვილმა დარბაზი დატოვა
შემდეგი სტატიაჟირინოვსკი: თუკი თურქები შევლენ სირიაში, ქურთისტანი სასწრაფოდ უნდა ვაღიაროთ