თურნავა-ბიზნეს ვიზიტორებისთვის საკარანტინო სივრცე ფასიანი იქნება

region
ავტ.: region ივლისი 3, 2020 17:04

თურნავა-ბიზნეს ვიზიტორებისთვის საკარანტინო სივრცე ფასიანი იქნება

საქართველოში ჩამოსული ბიზნეს ვიზიტორებისთვის საკარანტინო სივრცე ფასიანი იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბიზნეს ვიზიტორებს ასევე შეეძლებათ აირჩიონ ტესტირების რეჟიმი. ამ შემთხვევაში მათ ტესტი თავად უნდა შეიძინონ და 14 დღის განმავლობაში ყოველ მესამე დღეს ტესტირება ჩაიტარონ.

„ეს არ ეხება მხოლოდ ევროკავშირიდან ჩამოსულ ბიზნეს ვიზიტორებს. ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულს. მათ მიეცემათ საშუალება, სავალდებულო კარანტინი ჩაანაცვლონ სავალდებულო, პერიოდული ტესტირებით. ეს არაა რაღაც გადაულახავი საფასური. ეს მან უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავადაც იყოს უსაფრთხოდ და ჩვენც ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ვართ უსაფრთხოდ და ამავდროულად, არ შეფერხდეს ინვესტოორებთან კომუნიკაცია. ჩვენ ძალიან აქტიურ საინვესტიციო პოლიტიკას ვაწარმოებთ. პარალელურად, გვინდა, გამოვიყენოთ ის ახალი შესაძლებლობები, რაც ბაზარზე გაჩნდა. ბიზნესვიზიტორებს აქვთ არჩევანი, თუ დიდი ხნით არიან ჩამოსულები, შეიძლება, არჩიონ ფასიანი კარანტინი და ამით ჩვენს სასტუმროებსაც დაეხმარებიან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

region
ავტ.: region ივლისი 3, 2020 17:04

Google სტატისტიკა


4,431
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics