თუ ოპოზიციის ლიდერს დააპატიმრებენ, ამას რეაგირება მოჰყვება – პავილიონისი

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება ნიკა მელიას დააპატიმრებს ამას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება.

“თუ ოპოზიციის ლიდერს დააპატიმრებენ, ამას რეაგირება მოჰყვება. ჯერ არ მსურს ამაზე ვისაუბრო, რადგან მაქვს იმედი, რომ ეს არ მოხდება…. ისინი ვერასდროს გაასაღებენ ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებას ნორმალურ დასავლეთში. მათ ეს შეუძლიათ გაასაღონ ბელარუსში, რუსეთში, მაგრამ არ მინდა საქართველო დაადგეს ბელარუსის და რუსეთის გზას. თქვენ დაკარგავთ ლიდერობას, ქარიზმას, რომელიც ანათებს დასავლეთში”, – ამბობს პავილიონისი

banner
წინა სტატიაშიგომელაური ოპოზიციას: შემობრძანდნენ და აქ გავმართოთ დებატები და არა ქუჩაში, ჭიდაობასა და ერთმანეთის ლანძღვაში
შემდეგი სტატიაცერცვაძე: საქართველოში ვაქცინის შემოტანის პროცესმა ერთი ან ორი კვირით გადაიწია