თქვენს მანდატსა და ქვეყანას უფრო სერიოზულად თუ მიუდგებით და არა საბავშვო კონსტიტუციის დონეზე, მიხვდებით, სად უნდა იდგეთ – პაპუაშვილი

თქვენს მანდატს უფრო სერიოზულად თუ მიუდგებით, მიხვდებით, სად უნდა იდგეთ, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ წევრ დავით უსუფაშვილს, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე 50 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერა და მოთხოვნა გადასცა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასერიოზულია პარლამენტში საბავშვო კონსტიტუციის გამოყენება.

„ბატონო დავით, აქედან ზუსტად ვერ დავინახე, თუ არ ვცდები, საბავშვო კონსტიტუციაა, რაც ხელში გიჭირავთ. ბატონო დავით, თქვენს მანდატს, ქვეყანას თუ უფრო სერიოზულად მიუდგებით და არა საბავშვო კონსტიტუციის დონეზე, ვფიქრობ, თქვენც მიხვდებით, სად უნდა იდგეთ და თქვენი კოლეგებიც მიხვდებიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინულუ მხარე გენერალ იგორ ტანციურას ლიკვიდაციის ფაქტს უარყოფს
შემდეგი სტატიაუკრაინის რადამ რაშიზმი რუსეთის სახელმწიფო იდეოლოგიად აღიარა