“თქვენ თავზე ნუ გაგივიდათ, შენ ნაძირალავ, ადეიშვილის ხელის ბიჭო” – ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ბესელია ზარდიაშვილს მიმართავს

დაპირისპირება და ხმაური პარლამენტში – ერთმანეთს ეკა ბესელია და ვანო ზარდიაშვილი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენის დროს, “ქართული ოცნებიდან” წასულმა ბესელიამ ზარდიაშვილს ხელი სახეში გაარტყა.

დეპუტატებს შორის ვითარება მაშინ დაიძაბა, როდესაც გედევან ფოფხაძე მოსამართლეობის კანდიდატს შეკითხვას უსვამდა.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა, ბესელიას ტრიბუნიდან მიმართა. დაპირისპირების დროს, მათიკაშვილმა ეკა ბესელიას თავშეკავებისკენ და ღირსეული ქცევისკენ მოუწოდა.

“ქალბატონო ეკა, პარლამენტში ბრძანდებით, თავი შეიკავეთ. დაატოვებინეთ სასწრაფოდ დარბაზი. თქვენს სახეს აჩვენებთ ახლა საზოგადოებას. თავშეკავებულად და ღირსეულად, მთელი საზოგადოება გიყურებთ. ან მოიქეცით ისე, როგორც იქცევიან ღირსეული დეპუტატები დარბაზში, ან დატოვეთ დარბაზი“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

“თქვენ თავზე ნუ გაგივიდათ, შენ ნაძირალავ, ადეიშვილის ხელის ბიჭო” – ასე მიმართა ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს.

ხმაურის შემდეგ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა შესვენება გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტრუქტურული ცვლილებები ხორციელდება
შემდეგი სტატია“ნათია თურნავას კი არ უნდა აგზავნიდეს პრემიერი გახარია ტყიბულში პრობლემების მოსაგვარებლად, თავად უნდა ჩავიდეს ადგილზე”