თორნიკე რიჟვაძე – აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის ფორმირების ნაწილში სხვა ძალა არ გვჭირდება

„ქართულმა ოცნებამ “ უმაღლეს საბჭოში პროპორციულ ნაწილში უმრავლესობა მოიპოვა და არჩევნები მოვიგეთ ქობულეთის კიდევ ერთ მაჟორიტარულ ოლქში. ვემზადებით კიდევ ორი მაჟორიტარული მანდატის დამატებისთვის, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

„მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო ის მიმდინარე პროცესი, რომელიც მათ შორის რეგიონში, ბათუმში ხდება. ეს ეხება კონკრეტულ დესტრუქციულ დღის წესრიგს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავითარებს. მათ შეიამხანაგეს რამდენიმე არაკვალიფიციური სუბიექტი აჭარაში. თქვენ იცით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისივე ინიციატივით, აჭარაში უმაღლეს საბჭოს ცვლილებებით შეამცირა მაჟორიტარების რაოდენობა, გაანახევრა და ამ მონაცემებით, ამ შედეგებით პროპორციულ სიაში მიიღო მანდატების უმრავლესობა. უკვე მოვიგეთ ერთი მაჟოტირარული ოლქი ქობულეთში, ვემზადებით ორი მანდატის დამატებისთვის მეორე ტურებში. ჯამში, ეს ნიშნავს რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი იქნება ორი პოლიტიკური სუბიექტი – მანდატების უმრავლესობით „ქართული ოცნება“ და უმცირესობით „ნაციონალური მოძრაობა“. რაც შეეხება სხვა პოლიტიკური სუბიექტების განაცხადს, თითქოს, ისინი არ აპირებენ პარლამენტში შესვლას, სადღაც თმობენ მანდატს და ჯამში, ის კონკრეტული ხაზი, რომელსაც ავითარებენ, თითქოს მეტი ხმა მიიღეს, ეს არის კიდევ ერთხელ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მანიპულაცია, რომ რამენაირად არჩევნებისა და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რიჟვაძე ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს, თუმცა ამბობს, რომ უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის ფორმირებაში მათ სხვა ძალა არ სჭირდებათ.

banner
წინა სტატიაში„თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის ანძაზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს
შემდეგი სტატიასაია: ცესკომ ვერ გაიაზრა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის სიმწვავე