თინა ხიდაშელი : როგორც ჩანს სესიაშვილმა და ბესელიამ მიიღეს მესიჯები, რომ უნდა იძახონ, რომ განათლება ცუდია

news
ავტ.: news სექტემბერი 22, 2016 17:37

თინა ხიდაშელი : როგორც ჩანს სესიაშვილმა და ბესელიამ მიიღეს მესიჯები, რომ უნდა იძახონ, რომ განათლება ცუდია

როგორც ჩანს, ირაკლი სესიაშვილმა და ეკა ბესელიამ მიიღეს მესიჯები, რომ უნდა იძახონ, რომ განათლება ცუდია – აცხადებს თინა ხიდაშელი ყოფილი თანაგუნდელების განცხადებების კომენტირებისას:

„მას შემდეგ, რაც მათმა ლიდერმა განაცხადა, რომ განათლებით დამძიმებული თავი არის ცუდი, როგორც ჩანს, მესიჯი მიიღეს, რომ უნდა იძახონ, რომ განათლება არის ცუდი. მე ვფიქრობ, რომ ინტელექტი ეს არის ყველაზე დიდი ღირებულება რასაც ადამიანი მთელი ცხოვრება იღებს და თუ ინტელექტთან აქვთ პრობლემა, ეს უკვე ჩემი პრობლემა აღარ არის, ეს მათი პრობლემაა“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, „რეპუბლიკური პარტიის” მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან მუდმივი პაექრობა არის ერთგვარი ამპარტავნება, ხოლო ბესელიას აზრით, არ შეიძლება, მუდმივად აყვედრიდე თავს ქვეყანას, კოალიციას, კოლეგებს და მიგაჩნდეს, რომ ხარ ყველაზე ჭკვიანი. ბესელიამ ეს შეფასება დავით უსუფაშვილის მისამართით ერთ-ერთ გადაცემაში გააკეთა.

news
ავტ.: news სექტემბერი 22, 2016 17:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,634
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics