თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და მას განსაკუთრებული მეთვალყურეობა ესაჭიროება

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის, თენგიზ ცერცვაძის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა საყურადღებოა. ასაკიდან და იმ თანმდევი ქრონიკული დაავადებიდან გამომდინარე მას განსაკუთრებული მეთვალყურეობა ესაჭიროება. როგორც ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, ამ ეტაპზე თენგიზ ცერცვაძის მდგომარეობა უცვლელია, მისივე განცხადებით პაციენტს დამატებითი კვლევები ჩაუტარდა, რომლის პასუხიც დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი.

“დილის მონაცემებით, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. მას ტემპერატურული რეაქცია 38 გრადუსამდე აღენიშნებოდა, ასევე აქვს თავისა და ყელის ტკივილი, ხველა და საერთო სისუსტე. ამ ეტაპზე ლაბორატორიული მონაცემების შედეგებს ველოდებით, რომელიც დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი. ამ დინამიკის მიხედვით შეფასება, თუ დასჭირდება მას რაიმე ახალი მკურნალობა. ფონური დაავადებიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მას აქვს ასაკი და ორმხრივი პნევმონია, ფასდება როგორც საყურადღებო პაციენტი,” – აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

banner
წინა სტატიაშიGlobal Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ციფრული პროდუქტების საუკეთესო მიმწოდებელ ბანკად დაასახელა
შემდეგი სტატიამეორე ტურთან დაკავშირებით, დიდ ქალაქებში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა 2 დღით მოიხსნება