“თელასი” განცხადებას ავრცელებს

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 15 სექტემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სააქციო საზოგადოება “თელასი” განცხადებას ავრცელებს. როგორც “თაიმერს” კომპანია “თელასიდან” აცნობეს, ბოლო დღეების განმავლობაში ჯიქიას ქუჩაზე სხვადასხვა მიზეზების გამო, რამდენჯერმე დაზიანდა მაღალი ძაბვის კაბელი და სატრანსფორმატორო ჯიხურები, რომლებიც არ ირიცხებიან სს “თელასის” ბალანსზე.
მათივე განმარტებით, ამის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება ეზღუდება დევნილების კომპაქტურად ჩასახლების ობიექტს – 650 აბონენტს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
“მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებული კაბელი და სატრანსფორმატორო ჯიხურები არ ეკუთვნის “თელასს” და არის კერძო საკუთრებაში, დახმარების მიზნით, კომპანიის ტექნიკური სამსახური აწარმოებს სამუშაოებს დაზიანებების დროულად ლიკვიდაციისთვის. ქსელის კვალიფიცირებული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, კომპანია კიდევ ერთხელ მიმართავს შესაბამის ორგანიზაციებს აღნიშნული აქტივების სს “თელასის” საკუთრებაში გადაცემის თხოვნით”, – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 7.5 %-მდე გაზარდა
შემდეგი სტატიაუკრაინული ვებ-გევრდი „wikileaks“ გაითიშა