შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში არსებული გვირაბების დასუფთავებას ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, დაგეგმილია გვირაბების გაწმენდა ტალახისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან. ასევე, სპეციალური ტექნიკით მოირეცხება შიდა და გარე პერიმეტრი.
ამ დროისთვის, უკვე გაიწმინდა: ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი, აღმაშენებლის ხეივნისა და მეტეხის გვირაბები.
დასუფთავების ღონისძიებაში „თბილსერვის ჯგუფის“ 150-მდე თანამშრომელი მონაწილეობს. გვირაბების დასუფთავების აქცია რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
მეტეხის გვირაბში მიმდინარე სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო.