თბილისში, ვაზისუბანში ღამით, ახალგაზრდა ქალი მეზობელმა დაჭრა და კიდურები მოატეხა. ქალს ათზე მეტი ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. გულმკერდის, ზურგის, მუცლის, ხელების და თავის არეში მიყენებული დაზიანებებით ის ახლა ინგოროყვას კკლინიკაშია მოთავსებული. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
რაც შეეხება მეზობელ კაცს, ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.