თბილისის საკრებულოს კამპანიაში „VTB“ ბანკი ჩაერთო

თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების (ოთხი და მეტი შვილი) დახმარებას განაგრძობს. ამჯერად კამპანიაში „VTB“ ბანკი ჩაერთო, რომელმაც 500 ოჯახისთვის გადასაცემი საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები შეიძინა. ნობათს, სამაჟორიტარო ოლქებში საკრებულოს უმრავლესობის წევრები დაარიგებენ. დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ „VTB“ ბანკის მენეჯმენტს გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კერძო კომპანიები, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში, საკრებულოს მიერ დაწყებულ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი.
„ჩვენი კამპანია გრძელდება და მასში სულ უფრო მეტი კერძო კომპანია მონაწილეობს, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. „VTB“ ბანკის მენეჯმენტის დახმარებით, საკვებ პროდუქტს კიდევ 500 ოჯახს გადავცემთ. კამპანია მომავალშიც გაგრძელდება და სანამ ამის საჭიროება იქნება, ჩვენ ყველა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს დავეხმარებით, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

banner
წინა სტატიაშიდღეს აფხაზეთის დღეა
შემდეგი სტატიაპოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით კახეთში ერთი პირი დააკავა