თბილისის N47 ბაგა-ბაღის დემონტაჟი დაიწყო

თბილისის N47 ბაგა-ბაღის დემონტაჟი დაიწყო. ავარიული შენობის დემონტაჟის პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო.

ბაგა-ბაღი აღნიშნულ შენობაში ამ დრომდე ფუნქციონირებდა, ახალი სააღმზრდელო წლიდან კი მისი კონტინგენტი ახლომდებარე ბაღებში გადანაწილდება.

„N47 ბაგა-ბაღის შენობა უმძიმეს მდგომარეობაში იყო, რის გამოც, მისი დემონტაჟი დავიწყეთ. მნიშვნელოვანია, რომ ბაღების სააგენტოს უკვე მომზადებული აქვს პროექტი, რომლის განხორციელებასაც მომავალ წელს დავიწყებთ და ჩვენს პატარებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაგა-ბაღს ავუშენებთ“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად ხორციელდება, რომელმაც დემონტაჟის მსურველი კომპანია აუქციონის გზით გამოავლინა. კომპანიას ტერიტორიის გასუფთავებისთვის სამთვიანი ვადა აქვს.

თბილისის N47 ბაგა-ბაღში კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, ისნის რაიონის გამგებელი, კახა ლაბუჩიძე და მაჟორიტარი დეპუტატები, ირაკლი აბუსერიძე და ლევან დავითაშვილი იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა
შემდეგი სტატიააზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა საქართველოსთვის 91 მლნ ევროზე მეტი გამოყო