თბილისის მერის მოადგილე: ვაშლიჯვრის ფერდობზე არსებული მდგომარეობა გამოუვალი არაა

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ვაშლიჯვრის ფერდობზე არსებული ვითარება გამოუვალი არაა, თუმცა გადაჭრით იმის თქმა, რომ ამ ტერიტორიაზე მიწის ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს, არასწორი იქნებოდა.

ბენდელიანის განცხადებით, ამ ეტაპზე ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს.

„ახლა რომ გითხრათ, ამ ტერიტორიაზე ჩამოშლის საფრთხე არაა, ნამდვილად არ ვიქნები მართალი. არცერთი ექსპერტი არ ამბობს, რომ ჩამოშლის საფრთხე გამორიცხულია. ზუსტად იმის გამო, რომ გარკვეული საფრთხე არსებობდა, ჩავკეტეთ თავის დროზე ეს გზაც. მოსახლეობის ინფორმირებისა და დამშვიდების მიზნით შემიძლია ვთქვა, რომ აქ გამოუვალი მდგომარეობა არ გვაქვს. გაცილებით დიდი მასშტაბის მეწყრები ახსოვს ჩვენს ქალაქს და ყოველთვის ტარდებოდა ეფექტური ღონისძიებები. მაგალითად, გუშინ გამთენიისას წყნეთი-ბაგების მონაკვეთზე გარკვეული მოცულობის მიწა დაიძრა და დღეს ღამით იქ პრევენციული ღონისძიებები გატარდება. შესაძლოა, ხვალ დღის განმავლობაში გარკვეული დროით მოძრაობის გადაკეტვაც გახდეს საჭირო, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ხვალ გავავრცელებთ. დღეის მდგომარეობით და პირველივე წუთიდან აქ მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი. რაც შეეხება მონიტორინგის სისტემას, რომელზეც სამუშაო ჯგუფის გუშინდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ, ეს არის სპეციალური სისტემა, რომელიც აპრობირებულია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. მომდევნო კვირის ბოლომდე ეს სისტემა სრულად ჩამოვა და დამონტაჟდება“, – განაცხადა ბენდელიანმა.

banner
წინა სტატიაში25 მარტს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე აღინიშნება
შემდეგი სტატიავადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების განთავისუფლების გარეშე, ეს გამოიყურება არალეგიტიმური პარლამენტის უბრალოდ ლეგიტიმაციის მცდელობად – ბოკერია ბარიერის დაწევაზე