თბილისის მერიის ეკოლოგიის სამსახური პროკურატურას მიმართავს – სავარაუდოდ, მოჭრილია საღი ხეები

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი, ნინო სულხანიშვილი ვარაუდობს, რომ ყაზბეგის გამზირზე საღი ხეებია მოჭრილი.

როგორც მან მედიასთან საუბარში აღნიშნა, ფაქტთან დაკავშირებით, მერია პროკურატურას მიმართავს.

სულხანიშვილის თქმით, კომპანია “ფორესტის” მიერ ყაზბეგის გამზირზე ხეების მდგომარეობასთან დაკავშირებით დადებული დასკვნა შესამოწმებლად მზადდება.

“საბუთები მზადდება და აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას. არის ეჭვი, რომ მოჭრილია საღი ხეები. აქ ორი ვერსიაა – ერთი ის, რომ მოიჭრა ხეები, რომლებზეც ნებართვა არ ყოფილა და დასკვნის მიხედვით, საღი იყო, მეორე – თვითონ დასკვნას აქვს პრობლემა. ჩვენ ველაპარაკეთ კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებმაც ეს დასკვნა გასცეს და გვითხრეს, რომ ისინი დაადასტურებენ თავიანთ სიმართლეს”, – განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საღი ხეების მოჭრის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშისოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ალეპოში დაბომბვისას დაშავებული ბიჭუნა ჩანს
შემდეგი სტატიაფსიქოტროპული აფთიაქების მონიტორინგის შედეგად, 13 ფარმაცევტის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა