თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის

თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის- განცხადება ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გააკეთა. დედაქალაქის მერის განმარტებით, მერიის ხედვას დეველოპერები და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები უკვე იცნობენ და ეთანხმებიან კიდეც.

“რამდენიმე დღეში გვექნება დეტალური პრეზენტაცია. ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში გარკვეული რეგულაციები შემოდის სამშენებლო მიმართულებით. ძველი თბილისის არეალი, ისტორიული ნაწილი ეს არის ის არეალი, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება გაფრთხილება. სიმაღლეებთან დაკავშირებით არის პრობლემები და უნდა მოწესრიგდეს. მორფოლოგია, იერსახე ეს ყველაფერი არის ის მიმართულებები, რომელიც ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. რეგულაციებს რაც შეეხება, არაერთი კომუნიკაცია გვქონდა დეველოპერებთან, სამშენებლო სექტორთან და მათ გავაცანით ჩვენი მიდგომები, დამოკიდებულება და ყველამ მოიწონა და ეთანხმება, რომ აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ გადავარჩინოთ ძველი თბილისი, შევინარჩუნოთ რითაც ვამაყობთ ყველა. აუცილებელია ამ რეგულაციების განხორციელება. ყველა ევროპულ ქალაქში, რომელსაც აქვს ისტორიული ნაწილი, არის ეს მიდგომა და დამოკიდებულება. შესაბამისად, ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება პრეზენტაცია, სადაც მოწვეულები იქნებიან ექსპერტები, სამშენებლო სექტორი, დეველოპერები და კიდევ ერთხელ გავაცნობთ მათ ხედვას და გავაკეთებთ პრეზენტაციას. ამ პროექტის განხორციელებაზე მუშაობდა სხვადასხვა ექსპერტთა ჯგუფი, რომლებსაც მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიდგომა და დამოკიდებულება”,- განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმინდია გოდერძიშვილი: „ძალიან ეტყობა გორს შიდა ქართლში გუბერნატორის ცვლილება“
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძემ პოლონეთის სენატის მარშალს უმასპინძლა