თბილისი „გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის პლენარულ სესიას“ უმასპინძლებს

1-4 ნოემბერს, თბილისი „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) „გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის პლენარულ სესიას“ უმასპინძლებს.

ფორუმის მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით, შექმნილია შესაბამისი სამთავრობო კომისია, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ხელმძღვანელობს.

დღეს კომისიის რიგით მეორე სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა ფორუმის პლენარული სესიის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

გლობალური ფორუმის პლენარული სესია მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრაა, რომელშიც მონაწილეობას ფორუმის წევრი სახელმწიფოების სამასამდე დელეგატი და ათი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მიიღებს

banner
წინა სტატიაშიგია ლორთქიფანიძემ დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა
შემდეგი სტატიარუხის სანერგე მეურნეობაში კოლხური ბზის მოშენების მეორე ეტაპი დაიწყო