თამარ გაბუნია: ჩვენ ყოველთვის მზაობა გვაქვს ყველაზე ცუდი სცენარისთვის

ჩვენ ყოველთვის მზაობა გვაქვს ყველაზე ცუდი სცენარისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კორონავირუსის მეორე ტალღაზე საუბრისას განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, უმჯობესია ჯანდაცვის სისტემა ეპიდსიტუაციის გაუარესებას რესურსის მაქსიმალური მობილიზაციით დახვდეს.

„ესეც არის ერთ-ერთი ნაწილი ცუდი სცენარის, როდესაც ჩვენ ვიწყებთ საუბარს შიდა გავრცელებაზე. რა თქმა უნდა ეს ქმნის უფრო სწრაფი გავრცელების წინაპირობას. ჩვენ ყოველთვის მზაობა გვაქვს ყველაზე ცუდი სცენარისთვის, რადგან სჯობს რომ რესურსის მაქსიმალური მობილიზაციით დავხვდეთ ყველა მოსალოდნელ შემდგომ ტალღას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშითბილისში ძაღლს ცოფის ვირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატია„ ნიკა მელია უსამართლოდ გააგდეს პარლამენტიდან, ამიტომ სადაც ის დადგება, მე იქ კანდიდატს არ დავაყენებ“- დავით ჭიჭინაძე