თამარ გაბუნია – ადრენალინის მარაგი არის ყველა დაწესებულებაში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ადრენალინის მარაგი არის ყველა დაწესებულებაში. ამის შესახებ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ადრენალინის გარეშე ვერ მუშაობს სამედიცინო სისტემა.

„ადრენალინი არის ეპინეფრინი, დავაზუსტებ. ადრენალინი არის ის ნივთიერება, რომელიც ნაჩვენებია პროტოკოლით და რომლის მარაგიც არის, ასევე არის ყველა დაწესებულებაში. ამდენად, რა თქმა უნდა, ეს მედიკამენტი გამოყენებულ იქნა. მის გარეშე სამედიცინო სისტემა ვერ მუშაობს. უხერხულია შეკითხვა, ადრენალინი არის თუ არა ქვეყანაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის სოფელ რუხის საჯარო სკოლაში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით „თანასწორობის კუთხე“ და ფოტოგამოფენა “გოგონები მომავლიდან“ გაიხსნა
შემდეგი სტატიასასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული 5 სრულწლოვანი დამნაშავედ ცნო