თამარ ჩუგოშვილი -არ მგონია, რომ ბოკერიას ან ვინმეს მხრიდან ჭკუის სწავლება პასუხისმგებლიანი ქმედება იყოს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ყველა ნაბიჯი, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ არის მიმართული, მხოლოდ სასიხარულო შეიძლება იყოს, როგორც საქართველოსთვის, ასევე პირადად მისთვის.

ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა.

„უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიას მხოლოდ შეიძლება, მივესალმოთ და გაგვიხარდეს. რაც შეეხება ავტოკეფალიისა და ეკლესიებს შორის საკითხებს, ეს თავად ეკლესიების საქმეა. შემიძლია, ჩემი დამოკიდებულება და სიხარული გამოვხატო, რომ ეს მორიგი ნაბიჯია უკრაინის, როგორც მეგობარი სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერებაში. არ მგონია, რომ ბოკერიას ან ვინმეს მხრიდან ჭკუის სწავლება პასუხისმგებლიანი ქმედება იყოს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერია, ხელისუფლებას დღეს მოუწოდა, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატოს.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფოს მიერ შემოტანილი გრიპის ვაქცინის 41 000 დოზა ამოიწურა
შემდეგი სტატია,,სანამ მე ვიქნები უწყების ხელმძღვანელი, პრობაციონერებს, რომლებიც რეჟიმს არ არღვევდნენ, პირობითი სასჯელი მოეხსნებათ”