თალაკვაძე მოსამართლეთა სიაზე – ცალკეულ წევრს ჩვენი გუნდიდან, ამ გადაწყვეტილებებზე მონოპოლია ვერ ექნება

საგაზაფხულო სესიაზე საკითხის გადადების, ასევე პროცედურების და კრიტერიუმების შემუშავების გადაწყვეტილებაზე მონოპოლია გუნდის რომელიმე წევრს ვერ ექნება – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საკითხზე მმართველი გუნდი ერთიანად შეთანხმდა. მისივე განცხადებით, მიღებულ გადაწყვეტილებას, „ქართული ოცნების“ ყველა წევრი ეთანხმება.

„ორივე გადაწყვეტილება, ეს იყო საგაზაფხულო სესიაზე საკითხის გადადების, ასევე პროცედურების და კრიტერიუმების შემუშავების გადაწყვეტილება, ჩვენი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილებები და როგორც გითხარით, რომელიმე ცალკეულ ნებისმიერ წევრს ჩვენი გუნდიდან, ამ გადაწყვეტილებებზე მონოპოლია ვერ ექნება. ეს მე ვთქვი ადრეც, დღესაც იგივე აზრზე ვარ და არა მხოლოდ მე, არამედ გუნდის ყველა წევრი იზიარებს ამ გადაწყვეტილებას,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშივერაზე სროლის საქმეზე დაკავებულ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას პასუხობს