თალაკვაძე – ჯემალ ჭკუასელის მოღვაწეობა არის სამშობლოს სიყვარულის და ერთგულების მაგალითი

ჯემალ ჭკუასელის მოღვაწეობა არის სამშობლოს სიყვარულის და ერთგულების მაგალითი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე – სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს სახალხო არტისტის, ჯემალ ჭკუასელის სამოქალაქო პანაშვიდზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. მისი თქმით, ჯემალ ჭკუასელმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის კულტურის შენარჩუნებაში.

„დღეს უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ჯემალ ჭკუასელს. ადამიანს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის კულტურის შენარჩუნებასა და ახალი თაობისთვის გადაცემაში. მისი მოღვაწეობა არის სამშობლოს სიყვარულის და ერთგულების მაგალითი. რა თქმა უნდა, ყველა დამწუხრებული ვართ, რომ საზოგადოებას ასეთი დიდი დანაკლისი აქვს. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო საქართველოს, მის ახლობლებს და ოჯახს“, – აღნიშნავს თალაკვაძე.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი – დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული
შემდეგი სტატია„ლისი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის დახმარებით, 12 000 000 დოლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა