ტელეკომპანია „იმედის“, „მაესტროსა“ და GDS-ის ერთ ჰოლდინგად გაერთიანების შემდეგ,სავარაუდოდ საინფორმაციო მაუწყებლობა შეწყდება

news
ავტ.: news დეკემბერი 28, 2016 12:39

ტელეკომპანია „იმედის“, „მაესტროსა“ და GDS-ის ერთ ჰოლდინგად გაერთიანების შემდეგ,სავარაუდოდ საინფორმაციო მაუწყებლობა შეწყდება

ტელეკომპანია „იმედის“, „მაესტროსა“ და GDS-ის ერთ ჰოლდინგად გაერთიანების შემდეგ, სამიდან ორ არხზე სავარაუდოდ, საინფორმაციო მაუწყებლობა შეწყდება.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის თანახმად, „პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს ერთ საერთო საეთერო სატელევიზიო არხსა და ერთ საერთო საეთერო რადიოარხს“.

„იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში დადგება, კომისია მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, კონცენტრაციის აკრძალვის საკითხზე იმსჯელებს, რაც ერთი და იმავე სამაუწყებლო ზონაში ერთზე მეტი საერთო საეთერო მაუწყებლობის ფლობის საკითხს გულისხმობს“, – განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხატია ყურაშვილმა.

მედიაჰოლდინგმა „იმედმა“ ტელეკომპანია „მაესტროსა“ და GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გუშინ გაავრცელა.

განცხადების თანახმად, ტელეკომპანია „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვრიდან „მაესტრო“ გახდება ჰოლდინგ „იმედის“ შემადგენელი ნაწილი. ასევე, დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებები ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით.

news
ავტ.: news დეკემბერი 28, 2016 12:39