სწორედ თქვა ბატონმა ბიძინამ, რომ ჩემი ყოფილი თანაგუნდელები ღია კარის მტვრევის პრინციპით წავიდნენ – მაია ცქიტიშვილი

region
: region აპრილი 10, 2019 17:14

სწორედ თქვა ბატონმა ბიძინამ, რომ ჩემი ყოფილი თანაგუნდელები ღია კარის მტვრევის პრინციპით წავიდნენ – მაია ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება. მაია ცქიტიშვილის აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ოცნების” ყოფილი თანაგუნდელების ქცევაზე სწორი აქცენტები გააკეთა, როდესაც თქვა, რომ ისინი გუნდიდან ღია კარის მტვრევის პრინციპით წავიდნენ.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების პარტიიდან წასვლის მიზეზი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საკითხი არ ყოფილა და ეს სრულად პოლიტიკური პროცესი იყო.

„აუცილებელია ყველას გვესმოდეს სიმართლე, რომ გვესმოდეს რითია განპირობებული ამა თუ იმ პოლიტიკოსის ქმედებები, ძალიან სწორედ თქვა ბატონმა ბიძინამ, რომ ჩემმა ყოფილმა თანაგუნდელებმა ვერ შეძლეს გუნდში ყოფნა და ღია კარის მტვრევის პრინციპით წავიდნენ. რეალური მიზეზი სასამართლო არაა, ეს საკითხები კონსულტაციების გზით ხდება, ეს არის პოლიტიკური პროცესი და არა რეალური დაინტერესება სასამართლო სისტემით. დავფიქრდეთ ყველა ერთად, გამოვიყენოთ ეს ინტერვიუ, სად არის სიმართლე, სად არის მოჩვენებითი რეალობის შექმნის მცდელობა,”-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა იმედის ეთერში მკაცრად გააკრიტიკა „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატები და განაცხადა რომ მათ პოლიტიკური მოტივაცია ამოძრავებდათ.

region
: region აპრილი 10, 2019 17:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,288
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics