“სტრატეგია აღმაშენებლის” ორგანიზებით, საკანონმდებლო ორგანოში სამედიცინო სპექტრის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს

“სტრატეგია აღმაშენებლის” ორგანიზებით, საკანონმდებლო ორგანოში სამედიცინო სპექტრის წარმომადგენლებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. როგორც ექიმები აცხადებენ, სასიცოცხლოდ აუცილებელია მესამე პრეზიდენტის დაუყონვებლივ იქნეს გადაყვანილი მრავალპროფილურ კლინიკაში, რათა სავალალო შედეგები თავიდან ავიცილოთ.

სერგო ჩიხლაძე მხარდაჭერას უცხადებს ადამიანებს, რომლებმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს

“სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ექიმები შევიკრიბეთ ამჯერად პარლამენტში. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან კიდევ ერთხელ გვინდა მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას, გავაჟღეროთ მოთხოვნები, რომელზეც მთელი სამედიცინო სფერო თანხმდება. პირველი დაუყონებლივ იქნეს მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი მაღალ პოლიპროფილურ კლინიკაში, მეორე გვინდა ვუთხრათ პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებს და მათ ვინც ჩირქს სცხებენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ებრძვიან ექიმებს, შეწყვიტონ სამარცხვინო ქმედებები და მესამე, ვუცხადებ აბსოლუტურ მხარდაჭერას იმ მოშიმშილე ადამიანებს, რომლებიც პარლამენტში შიმშილობენ: დეპუტატები, ელენე ხოშტარია, ასევე რამდენიმე ჩვენი კოლეგა, ბატონი პაატა ბურჭულაძე, რეგიონებში მოშიმშილე ადამიანებს”, – სერგო ჩიხლაძე

banner
წინა სტატიაშისერგეენკო სააკაშვილზე – მე ასეთ პაციენტს გადავიყვანდი
შემდეგი სტატია„გირჩის“ წევრი ჰერმან საბო პარლამენტის დეპუტატი გახდა