სოფელ ბობნევში ქაცარავა სცემეს-“ხელისუფლება მებრძვის”

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” წარმომადგენელი დავით ქაცარავა ფეისბუქზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. ქაცარავა ამბობს,რომ სოფელ ბობნევში ერთ-ერთ მცხოვრებელთან წამლების მისატანად ჩავიდა,რის შესახებაც ინფორმაცია,მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს ჰქონდა. ქაცარავას თქმით, სახლთან 4-5 კაციანი ჯგუფი დახვდა , რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

,,დღეს წამოვედი მარტო, დათა პაპასთან წამლები უნდა მიმეტანა.  აქ მოსვლის შესახებ იცოდა მხოლოდ შსს-ს პრესსამსახურმა და როცა მოვედი საგუშაგოზე ოცი წუთი ვიყავი გაჩერებული,სანამ მოვიდა პოლიცია და შემომყვა დათა პაპას სახლთან. მანქანის გაჩერება ვერ მოვასწარი, რომ იქ ადგილზე მყოფი ოთხ- ხუთ კაციანი ახალგაზრდა ნაძირლების ჯგუფი დამხვდა ,რომლებიც აგრესიულად მომვარდნენ და დაიწყეს ხმამაღლა ლაპარაკი. ,,გაეთრიე, რატო გვირევ სიტუაციას, შენი დედას შევეცი”  და ხელი გამარტყეს. მიიღეს საპასუხო,გაიმართა ჩხუბი.  ჩხუბი მიმდმინარეობდა რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ მეკარებოდნენ და მესროდნენ ქვებს. ერთ-ერთი მომეპარა და მოახერხა ჩემი წაქცევა, რამდენიმე დარტყმა მოხდა თავში. კუანა კურდღლები ,რომლებიც არიან მოგზავნილები. აშკარაა რომ ხელისუფლებამ დაიწყო ასეთი მეთოდებით ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა . ზუსტად იცოდნენ , მომზადებულები იყვნენ და დამხვდნენ.”-ამბობს ქაცარავა

banner
წინა სტატიაშიპაატა სალია ადასტურებს, რომ მის ერთ-ერთ მოადგილედ შესაძლოა, ნინო შუბლაძე დაინიშნოს
შემდეგი სტატიანოდარ მელაძეს ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილი წარმომადგენელი შეხვდა და თანამშრომლობა შეთავაზა