“სოკარი” საქართველოს ზამთრის პერიოდში ბუნებრივი აირის მიწოდებას გაუზრდის

აზერბაიჯანულმა კომპანია “სოკარმა” “შაჰ დენიზისა” და სამხრეთკავკასიის გაზსადენის კონსორციუმთან, ზამთრის პერიოდში საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდის თობაზე, შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ განცხადებას კომპანია “სოკარი” ავრცელებს.
“მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხოლოდ ზამთრის პერიოდში საქართველოში გაზის მიწოდება 50 მლნ კუბური მეტრით გაიზრდება. ქართული მხარის მხარდაჭერა კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლობის და მომავალში ორმხრივი თანამშრომლობის გამყარებას უწყობს ხელს”, – ნათქვამია “სოკარის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გასულ წელს აზერბაიჯანმა საქართველოში 1,6 მლრდ კბ.მ გაზის ექსპორტი მოახდინა.

banner
წინა სტატიაშიუშიშროების საბჭოს სხდომას პრეზიდენტთან ერთად გიორგი კვირიკაშვილიც ესწრება
შემდეგი სტატიატრაგედია წალენჯიხაში (ფოტო)