სიმონიშვილი – გახშირდა ჟურნალისტებზე თავდასხმა, მაგრამ დასჯის ფაქტები ცოტა გვაქვს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა გახშირდა, თუმცა დასჯის ფაქტები ძალიან ცოტაა, რაც ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ახალისებს.

“უკვე მერამდენე მაგალითია, როცა ვხედავთ, რომ გამოძიება სწორი კვალიფიკაციით არ იწყება. გამოძიება მათ შორის დაწყებული უნდა იყოს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლითაც. იმიტომ, რომ აქ ძალიან ცალსახა იყო, რომ ჟურნალისტებს არ მიეცათ თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების.

ჩვენ ვხედავთ სამწუხაროდ, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ჟურნალისტებზე თავდასხმა, მაგრამ დასჯის ფაქტები სამწუხაროდ, ძალიან ცოტა გვაქვს და ეს ყველაფერი ახალისებს იმას, რომ ერთგვარად წახალისებად ჩათვალონ გარკვეულმა პირებმა, მსგავსი დანაშაულები”,-თქვა ნიკა სიმონიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – მიზანდასახული ვართ, რომ აზერბაიჯანთან ერთად მეტი პროექტი განვახორციელოთ
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელია „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა