“სიცოცხლეშივე ლეგენდად შერაცხული…”- პრეზიდენტი ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას გამოეხმაურა

ცნობილი ქართველი მსახიობის ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს:

“გულის სიღრმემდე შემძრა ქართული კინოს ბრწყინვალე ვარსკვლავის, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ.

სიცოცხლეშივე ლეგენდად შერაცხული, ლიკა ქავჟარაძე იმ იშვიათთაგანი იყო, ვინც ეკრანზე გამოჩენიდან მოყოლებული, უწყვეტად სარგებლობდა თითოეული ქართველის უპირობო
სიყვარულითა და პატივისცემით.

მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად პატივს მივაგებ მის ხსოვნას და თანადგომას ვუცხადებ მისი ოჯხის წევრებსა და ახლობლებს.”- აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში

banner
წინა სტატიაშილიკა ქავჟარაძე უახლოეს პერიოდში პერსონალური გამოფენის მოწყობას გეგმავდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის სარჩელს 24 ოქტომბერს განიხილავს ლვოვის სააპელაციო სასამართლო