შსს-ს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

news
ავტ.: news იანვარი 10, 2016 11:50

შსს-ს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

მნიშვნელოვანი

  • შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ და ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.

სხვა სტატიები

შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ და ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.

სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, „სისხლის ბანკის“ დახმარებით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის, საქართველოს ყველა რეგიონში სისხლს რეგულარულად აბარებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მესამე წელია მონაწილეობს აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“, რომლის მიზანია დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას მომავალშიც გააგრძელებს.

news
ავტ.: news იანვარი 10, 2016 11:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,319
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics