შოთაძე სარალიძის შეხვედრა – მოკლული მოზარდის მამა შეხვედრაზე მედიის დასწრებას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ადვოკატთან ერთად მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს შეხვდება.
ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მეტი გამჭვირვალობისთვის შეხვედრაზე მედიის შეშვებასაც მოითხოვს. შეხვედრის დროს ის ირაკლი შოთაძეს საქმის ირგვლივ არსებულ ყველა დეტალზე მის ხელთ არსებულ ინფორმაციას მიაწვდის.
სარალიძეს იმედი არ აქვს, რომ მთავარ პროკურორთან შეხვედრა ნაყოფიერი იქნება. მთავარ პროკურატურაში შეხვედრამდე ზაზა სარალიძე ბრიფინგის გამართვასაც გეგმავს.
„იკვეთებიან ის დამნაშავე პირები, რომლებმაც ჩაიდინეს უშუალოდ დაჭრის ფაქტში მონაწილეობა და არა მარტო დაჭრის ფაქტში. იკვეთება ის პირები, ვინც დანაშაული დაფარა. ველოდები ამომწურავ პასუხებს და იმედია ჭეშმარიტების ფაქტის ახდისთვის პირველი ნაბიჯი გადაიდგმება,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

banner
წინა სტატიაშიხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს დამოუკიდებელ ექსპერტებს დაკითხავენ
შემდეგი სტატიააქცია ევროპის მოედანზე აღარ გაიმართება – “ბასიანის” განცხადება