შიმშილობა რთულ ფაზაში შედის, აქვს გადაადგილების პრობლემა – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ შიმშილობის გამო, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რთულდება.

ბასილაიას განმარტებით, შიმშილობის მე-12 დღეს, მესამე პრეზიდენტს პრობლემები აქვს გადაადგილებასა და საუბართან დაკავშირებით. ბასილაია ამბობს, რომ მიუხედავად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მიხეილ სააკაშვილი თავს მხნედ გრძნობს.

“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შიმშილობა უკვე შედის საკმაოდ რთულ ფაზაში და ამის შედეგს უკვე თვალნათლივ ვხედავთ. გადაადგილებასთან დაკავშირებით, უკვე არის პრობლემები, ასევე მისი განცხადებით, ფეხები დაუსივდა. ასევე, როცა ის საუბრობს, მისი საუბრის რიტორიკა, მისი მოძრაობა, გადაადგილება უკვე მკაფიოს და ნათელს ხდის, რომ შიმშილობის ნეგატიური შედეგები სახეზეა.

ამის მიუხედავად, მიშა არის ძალიან მხნედ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს შიმშილობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებს კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს და უფრო დაამძიმებს. დღეს უკვე პრობლემების წინაშეა”, – თქვა ბექა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში რეინფიცირების ათი ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული
შემდეგი სტატიავაქცინაცია – გააკეთე სწორი არჩევანი სიცოცხლისთვის – კულუმბეგოვი