“შენ პუტინის პროპაგანდონი ხარ!” – თბილისში მცხოვრები უკრაინელი მებრძოლი პრორუს ჟურნალისტს პასუხობს

ლკჯანტიუკრაინული და პროკრემლისტური რეპორტაჟებით ცნობილმა ჟურნალისტმა გრემ ფილიპსმა ტყვეთა გაცვლის დროს უკრაინელი მებრძოლის ვლადიმირ ჟემჩუგოვის პროვოცირება სცადა, თუმცა, მებრძოლმა მას სათანადო პასუხი გასცა.

ვლადიმირ ჟემჩუგოვი წელიწადზე მეტია, ტყვეობაში იმყოფება. ის ლუგანსკის ოლქში დაიბადა, თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში ოჯახი თბილისში ცხოვრობდა. სწორედ თბილისიდან წავიდა ვლადიმირი ვოლონტერად ლუგანსკში, სადაც, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მებრძოლებმა ჩაიგდეს ტყვედ.

ჟემჩუგოვმა მძიმე დაზიანებები 2015 წელს მიიღო, თუმცა, გაურკვეველია, რა ვითარებაში. ერთერთი ვერსიით, მას ხელში ხელყუმბარა დააკავეს, რომელიც აფეთქდა. მებრძოლი გადარჩა, მაგრამ თითქმის მთლიანად დაკარგა მხედველობა, სახეზე აქვს ნამსხვრევებისგან მიღებული ჭრილობები და ჯერ კიდევ 2015 წელს, ტყვედ ჩავარდნისას, სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა და ორივე ზედა კიდური ამპუტირებული აქვს.

“ვიღას სჭირდები ახლა შენ, უხელო?” – ასეთი შეკითხვაც დაუსვა ჟურნალისტმა გრემ ფილიპსმა ვლადიმირს, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა: “მე ვჭირდები უკრაინას, მე პატრიოტი ვარ. უკრაინა თავისიანებს გზაზე არ ტოვებს…”, ხოლო შემდეგ ჟურნალისტს “პუტინის პროპაგანდონი” უწოდა.

შეგახსენებთ, გრემ ფილიპსი ბრიტანელი ჟურნალისტი და ბლოგერი, 2015 წლის მარტამდე რუსული ტელეარხების “რაშა თუდეისა” და “ზვეზდას” კორესპონდენტია.

https://youtu.be/A20n5k00UVs

banner
წინა სტატიაშინატო 4000 სამხედროს ბალტიისპირეთში განალაგებს
შემდეგი სტატიადავეხმაროთ პატარა გიოს!!!