შეერთებული შტატები არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

გერმანიის ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინი-20“) შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ დაუშვებენ უკრაინის დამარცხებას:

“დღეს ჩვენი გზავნილი ნათელია: შეერთებული შტატები არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას. ეს კოალიცია არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას. თავისუფალი სამყარო არ დაუშვებს უკრაინას დამარცხებას”, – ხაზგასმით აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.

პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, გასულ კვირას, შეერთებული შტატების მიერ, უკრაინისთვის 300 მილიონიანი სამხედრო დახმარება არის
გადაუდებელი ღონისძიება უკრაინის საჰაერო თავდაცვის, არტილერიისა და ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების ყველაზე მწვავე საჭიროებების მხარდასაჭერად.

banner
წინა სტატიაშიმებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიარატი იონათამიშვილი – არანაირი „ვეტინგი“ არ იქნება