შარლ მიშელი – ჩვენ ვიცით იმ არჩევანის შესახებ, რაც გააკეთეს საქართველოს ხალხმა და ხელისუფლებამ, ეს არის თავისუფალი არჩევანი თავისუფალი სამყაროს დემოკრატიული პრინციპების, გვინდა, მჭიდროდ ვიმუშაოთ მათთან

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, პირველი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის არის ევროპული პერსპექტივა და ეს არის ნათელი გზავნილი.

„ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ ეს მნიშველოვანია ქვეყნისთვის, ქვეყნის მოსახლეობისთვის – ფუნდამენტალური რეფორმების წარმოება, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ქართულ ინსტიტუტებთან, რათა მათ მაიღწიონ პროგრესს, გამომდინარე კომისიის მოხსენებიდან, სამუშაოდან, მე დარწმუნებული ვარ, თუ იქნება პოლიტიკური ნება პოლიტიკურ ლანდშაფტში, შესაძლებელია საქართველოსთვის დიდი პროგრესის მიღწევა.

მე ვიცი, რომ მათ იციან, რა არის საჭირო, რა ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული სწორი მიმართულებით და ჩვენ ძალიან ძლიერი გზავნილი გავაგზავნეთ გეოპოლიტიკურ დონეზე, მაგრამ არა მხოლოდ და ჩვენ ვიცით იმ არჩევანის შესახებ, რაც გააკეთა საქართველოს ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ. ეს არის თავისუფალი არჩევანი თავისუფალი სამყაროს ფუნდამენტური პრინციპების, დემოკრატიული პრინციპების და ჩვენ გვინდა, ძალიან მჭიდროდ ვიმუშაოთ მათთან, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ძალისხმევას, სწორი მიმართულებით რომ იმოძრაოს ქვეყანამ“, – განაცხადა შარლ მიშელმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველომ მიიღო პერსპექტივა, ეს არის ძალიან სერიოზული, მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის
შემდეგი სტატიაემანუელ მაკრონი – საქართველოს მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა უფრო მეტი ევროპის მოწოდებით და ეს იქნება საფუძველი იმ რეფორმების, რომელიც უნდა გატარდეს