შალვა თადუმაძე – თუ კონკრეტულ მოქალაქეს არ უნახავს ჩემი დიპლომი, ეს არ ნიშნავს, რომ მე დიპლომი არ მაქვს

region
ავტ.: region ივლისი 23, 2019 15:52

შალვა თადუმაძე – თუ კონკრეტულ მოქალაქეს არ უნახავს ჩემი დიპლომი, ეს არ ნიშნავს, რომ მე დიპლომი არ მაქვს

კონკრეტულ მოქალაქეს თუ არ უნახავს ჩემი დიპლომი, არ ნიშნავს, რომ დიპლომი არ მაქვს, მას აქვს უფლება, იდავოს სასამართლოში. მე მოკლებული ვარ შესაძლებლობას იურიდიული კონსულტაცია გავუწიო ჩემს მოწინააღმდეგე მხარეს, არასწორ ადგილას როცა ეძებ დიპლომს, იქ ვერ ნახავ”, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ ანა დოლიძის შეკითხვის შემდეგ განაცხადა.

თადუმაძემ განაცხადა, რომ მისი დიპლომი პროკურატურას არ უნდა გაესაჯაროვებინა, რადგან კანონში შესაბამისი ჩანაწერი და არც პროკურატურაში რაიმე რეგულაცია არ არსებობს.

„დიპლომი პროკურატურის მხრიდან არ უნდა გასაჯაროვებულიყო, რადგან კანონში არ არსებობს არც ერთი ჩანაწერი და პროკურატურაში არ არსებობს არანაირი რეგულაცია, რომ გენერალური პროკურორის დიპლომი, პირადი საქმე ინახება აქ და ვისაც გინდათ, მოდით და ნახეთ. განსხვავებით სხვა პერიოდებისგან არჩევის პროცედურა არსებობს და იმ პროცედურის დაცვით, ბუნებრივია, წარმდგენმა იცოდა ჩემი დიპლომის შესახებ. ამიტომ ვიმეორებ, მოქალაქეს, რომელსაც არ უნახავს ჩემი დიპლომი, არ ნიშნავს, რომ მე დიპლომი არ მაქვს“- აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

region
ავტ.: region ივლისი 23, 2019 15:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,137
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics