შალვა პაპუაშვილი: ,,33 ქართველი ემსხვერპლა უკვე რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ”

საქართველოს პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი ბახმუტთან 6 ქართველი მებრძოლის დაღუპვას ეხმიანება.
” ბოლო რამდენიმე დღეში 6 ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ. 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს,” – აცხადებს პაპუაშვილი.

banner
წინა სტატიაში“მიკროფონით მორბენალი ძროხები” – მეუფე სტეფანე ჟურნალისტებზე + VIDEO
შემდეგი სტატიარუსეთში, სარატოვის აეროპირტი დაბომბეს