შალვა ნათელაშვილი: მოვითხოვთ, დაიშალოს ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი, როგორც მცოცავი ოკუპაციის ინსტრუმენტი

“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი რუსეთის მიერ მოსკოვსა და ცხინვალს შორის ე.წ. საზღვრის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას ეხმაურება.

“რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს საერთაშორისო მეკობრეობას!
საქართველოს მთავრობის სრული დუმილისა და უმოქმედობის პირობებში, გუშინ, საღამოს, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ავადსახსენებელი კარასინის წარდგენით, მოახდინა შესაბამისი ხელშეკრულების რატიფიკაცია, რომლითაც გააუქმა გაეროს მიერ აღიარებული საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის 74 კილომეტრიანი მონაკვეთი, მთიულეთის ქედიდან მამისონის უღელტეხილამდე და გამოცხადდა იგი რუსეთ-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრად. ამით კიდევ უფრო საშიშ დონეზე გაღრმავდა ოკუპაციისა და ანექსიის დაწყებული პროცესი, რასაც ამ წუთამდე არავითარი პროტესტი არ მოჰყოლია ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმიდან.
ჩვენ ვთხოვთ ევრო-კავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს სასწრაფოდ მოახდინონ უმწვავესი რეაგირება საერთაშორისო ყაჩაღობის ამ უპრეცედენტო ფაქტზე.
. ასევე, ყველა იმ რუს სახელმწიფო მოღვაწეს ვისაც კავშირი ჰქონდა აღნიშნულ ხელშეკრულებასთან სამუდამოდ აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა”- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშითსუ-ს მე-6 კორპუსთან გამართულ აქციაზე ვლადიმერ პაპავა მივიდა
შემდეგი სტატიაძლიერი ქარის შედეგად გლდანში, სავალ ნაწილზე ხე წაიქცა