სეს: “დონ ჩიჩოს” შაურმით 7 ადამიანი მოიწამლა, გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დარღვევები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება, რომ საშაურმე დონ ჩიჩოს მიერ დამზადებული შაურმით 7 ადამიანი მოიწამლა.

“შეტყობინების მიღებისთანავე, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა საშაურმეში (შპს დონ ჩიჩო 2007, ს/კ 405668004; მის: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას N59) სახელმწიფო კონტროლი (არაგეგმური ინსპექტირება) განახორციელეს. საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე კი გაიცა მითითებები გონივრული ვადის გათვალისწინებით.” – ნათქვამია განცხადებაში.

სეს-ის ცნობით, სააგენტოს ინსპექტორებმა, აიღეს სხვადასხვა სახის სურსათის ნიმუში – ქათმის შაურმა, ქათმის შაურმისთვის განკუთვნილი შემწვარი ხორცი, სალათის ფოთოლი (გარეცხილი, დაჭრილი) და გაყინული ქათმის ბარკალი.

ლაბორატორიიდან მიღებული დასკვნის თანახმად, გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დარღვევები, მათ შორის, ქათმის შაურმა და შაურმისთვის განკუთვნილი ქათმის შემწვარი ხორცი დაბინძურებული იყო მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმებით, ასევე ხორცში აღმოჩნდა კოაგულაზა, დადებითი სტაფილოკოკი და კოლიფორმები. კოლიფორმები გამოვლინდა სალათის ფოთოლშიც.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში სტიქიით დაზარალებულთა კომპენსირების პროცესი მომავალ კვირას დასრულდება
შემდეგი სტატიაფინეთის საგარეო – დასავლურმა ქვეყნებმა, მათ შორის, აშშ-მა მთლიანად არ უნდა გამორიცხონ უკრაინაში ჯარების გაგზავნის იდეა, თუ იქ ვითარება გაუარესდება