სერგო რატიანი: “სამწუხაროა, რომ ხელისუფლების ქმედების გამო შესაძლებელია ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეფერხდეს“

ბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით

საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების გაჭიანურებაზე ქართველი პოლიტიკოსები განსხვავებულ მოსაზრებებს გამთქვამენ. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ პროცესს დაძაბული შიდაპოლიტიკური ვითარება უშლის ხელს. ამ მხრივ ოპოზიცია ყურადღებას რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე საქმესა და კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაზე ამახვილებს.

“ქართველი ხალხი იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას და სამწუხაროა, რომ ხელისუფლების ქმედების გამო შესაძლებელია ეს პროცესი შეფერხდეს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხელისუფლების და ყველას მხრიდან, რომ არჩევნებამდე ვიზალიბერალიზაცია მივიღოთ“,- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სერგო რატიანმა.

მმართველ გუნდში იმედს გამოთქვამენ, რომ პროცესი უახლოეს პერიოდში წარმატებით დასრულდება.

ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თამჯდომარე, გიგა ბუკია აცხადებს, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა.

ეროვნული ფორმის წევრის, ანი მიროტაძის თქმით, საქართველოში მიმდინარე პროცესებს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები განსაკუთრებით აკვირდებიან.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაურმა ახალი პარტია: „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ შექმნა
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „აიპლუსის“ მაღაზიების ქსელში შევიდა