სერგეენკო – არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილის დაკავება ქვეყნის იმიჯის შემლახავია

ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ არის უპრეცედენტო და არ მინდა ქვეყნების ჩამოთვლა, სადაც ყოფილი პრეზიდენტები ახლაც იხდიან სასჯელს, არ ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნის იმიჯის შემლახავია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

„მართლმსაჯულება და პოლიტიკა განცალკევებული უნდა იყოს და ერთმანეთშიც არ უნდა ერეოდეს. ჩემი სურვილია, რომ პოლიტიკური საკითხი პოლიტიკურ ინსტიტუციებში წყდებოდეს და არა ქუჩაში. არც ერთ ადამიანზე, მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილზე და არც ერთ პატიმარზე არ მომიბრუნდება ენა, ცუდი და იქედნური ვთქვა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ არის უპრეცედენტო და არ მინდა ქვეყნების ჩამოთვლა, არც ისე ცოტაა ქვეყნები, სადაც ანალოგიური მომხდარა და ახლაც ყოფილი პრეზიდენტები იხდიან სასჯელს. არ ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნის იმიჯის შემლახავია. შესანიშნავი და გადასარევი არ არის, მაგრამ სჯობდა, დანაშაული არ მომხდარიყო, რის გამოც ეს ადამიანი ახლა დანაშაულს იხდის. გუშინდელ აქციაზე ბევრი ადამიანი იყო მისული, მაგრამ 2012 წელს ვერც კი შევადარებ. 2012 წელი კარგად მახსოვს, რადგან თავად ვმონაწილეობდი ამ აქციებში და მასშტაბები განსხვავებული იყო. არ მინდა, ეს დაკნინებაში ჩამომერთვას, უბრალოდ, ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიცეცხლი ბუნტის გამო არ გაჩენილა – ადვოკატი რუსთავის ციხეზე
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანის სლოვენიაში ვიზიტის ფარგლებში, ქ. პორტოროში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა