სენატორი პორტმანი: საქართველო მაპ-ის მიღებას იმსახურებს

სენატორი პორტმანი: საქართველო მაპ-ის მიღებას იმსახურებს

საქართველო მაპ-ის მიღებას იმსახურებს, ამისთვის მნიშვნელოვანია რეფორმები, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა სენატორმა რობერტ პორტმანმა თბილისში, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მიმაჩნია, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანების არა მხოლოდ ასპირანტი ქვეყანა უნდა იყოს, რომელიც ადასტურებს ნატოში გაწევრიანების სურვილს, არამედ საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება, რომ ნაბიჯები გადადგას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატოს აქვს პროცესი, რომელსაც ჰქვია მაპ-ის პროცესი და მიგვაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს მაპის მიღებას. ეს ხელს შეუწყობდა ნატოს მიმართულებით სვლას. ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ განახორციელოს რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით. ეს ეხება სამხედრო და თავდაცვის სფეროს, ასევე კანონის უზენაესობის გაუმჯობესებასაც. ეს დამატებით უსაფრთხოებას მოუტანს ქვეყანას”, – განაცხადა რობერტ პორტმანმა.

banner
წინა სტატიაშიბუკიას ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
შემდეგი სტატიასენატორი შაჰინი: თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ მზადაა საქართველოს ვაქცინები გამოუყოს