სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში ფანჯარა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი მასწავლებელი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა, როცა ისინი ფანჯრის დაკეტვას ცდილობდნენ.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “არქიმედეში” გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათ დაზიანება თავის არეში აღენიშნებათ.
მათივე თქმით, პაციენტებს შესაბამისი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდათ და მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, დაშავებულები კლინიკაში დაკვირვების ქვეშ რჩებიან.