სავალუტო ჯიხურებში ერთი ამერიკული დოლარის ფასი 2.320 ლარია

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4161 ლარი გახდა

თბილისში, სავალუტო ჯიხურებში ერთი ამერიკული დოლარის ფასი 2.320 ლარია. როგორც ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ამბობენ, დღეს კლიენტების ნაკლებობაა. მათი თქმით, დოლარის საყიდლად ჯიხურში მხოლოდ ის კლიენტები მივიდნენ, ვისაც საბანკო ვალდებულებები აქვთ.

დღეს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.

25 ივნისს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2941 ლარი იქნება.

24 ივნისს ოფიციალური კურსი 2.2431 ლარი იყო. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა. ხვალ ერთი ევროს შეძენა 2.5377 ლარად იქნება შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშირამდენიმე ბანკი ლონდონიდან სამუშაო ადგილის სხვაგან გადატანას აპირებს
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ბრიტანეთის გადაწყვეტილება ევროკავშირს რადიკალურად შეცვლის