ჩიხლაძე – სანამ “ქართული ოცნებაა” ხელისუფლებაში პოლიტიკური დევნა გაგრძელდება

სახეზე გვაქვს პოლიტიკური დევნა ქვეყანაში – გვყავს პოლიტპატიმარი მესამე პრეზიდენტი, პარტიის პოლიტიკურად დევნილი თავმჯდომარეები, ბიზნესმენები, მედია – მენეჯერები ,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური დევნა არ შეწყდება.

“არავისთვის ახალი არაა, მათ შორის, პოლიტიკური სპექტრისთვის, დასავლელი პარტნიორებისთვის და ამას ვაცხადებთ ჩვენც პირველივე დღიდან, რომ სახეზე გვაქვს პოლიტიკური დევნა ქვეყანაში და ეს არ არის ერთეული შემთხვევები. ეს არის ხაზარაძე – ჯაფარიძე- წერეთლის, გვარამიას, მესამე პრეზიდენტის საქმეები, რომლებიც დასავლელი პარტნიორების მიერ ფასდება, როგორც პოლიტიკური დევნის ელემენტების შემცველი. გვყავს პოლიტპატიმარი მესამე პრეზიდენტი, პარტიის პოლიტიკურად დევნილი თავმჯდომარეები, ბიზნესმენები, მედია – მენეჯერები და სამწუხარო ფაქტია. სანამ “ქართული ოცნება” არის ხელისუფლებაში პოლიტიკური დევნა გაგრძელდება, ამიტომ ამას უნდა ბრძოლა და ბრძოლის ყველა ბერკეტის ეფექტურად გამოყენება”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0893 ლარი გახდა
შემდეგი სტატიამიქანაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოშლილია და არ გაგვიკვირდება, თუ ის პოლიტიკური ორბიტიდან საერთოდ გაქრება