სარჯველაძე – საქართველოს სამომავლო განვითარება უკავშირდება ევროინტეგრაციას და ეს ვერ მოხდება ისე, რომ დაკნინდეს საქართველოს სუვერენიტეტი

შეიძლება არსებობდეს საკითხები, რომელიც წინასწარ მხედველობაშია მისაღები, რომ ევროინტეგრაციის მიზნის მისაღწევად ისეთი გადაწყვეტილებების მიღება არ მოხდეს, რომელმაც შეიძლება ქვეყნის სუვერენიტეტი დააკნინოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ როგორ შეაფასებს სოზარ სუბარის განცხადებას, რომ ევროინტეგრაცია შესაძლოა, გარკვეულწილად დამოუკიდებლობის ნაწილობრივ დათმობის ტოლფასი იყოს.

კითხვაზე, რატომ დადგა დღის წესრიგში ამაზე საუბარი და კონკრეტულად რა რისკებზე მიუთითებს, სარჯველაძე აცხადებს, რომ ამაზე საჯაროდ არ საუბრობს და “მიზეზები, რამაც შეიძლება კითხვები გააჩინა, მისი “დასაკომენტირებელი ვერ იქნება”.

„საქართველოს სამომავლო განვითარება უკავშირდება ევროინტეგრაციას და ეს ვერ მოხდება ისე, რომ დაკნინდეს საქართველოს სუვერენიტეტი. ეს არის სამუშაო. შეიძლება ამ კუთხით არსებობდეს საკითხები, რომელიც წინასწარ მხედველობაშია მისაღები იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის მიზნის მისაღწევად არ მოხდეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელმაც შეიძლება დააკანონოს ქვეყნის სუვერენიტეტი. აქედან გამომდინარე, ამაზე ფიქრი საჯაროდ თუ დახურულად არ ნიშნავს იმას, რომ ეს ერთმანეთის გამომრიცხავი ალერნატივებია. შეიძლება ყველაფერი ისე დაიგეგმოს, რომ რაღაც რაღაცის ხარჯზე გასაკეთებელი არ იყოს. ამაზე თუ ვინმე ისაუბრებს, არ მგონია, რომ ეს რაიმე ინტერპრეტაციების მიზეზი იყოს” , – განაცხადა სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ომში უკვე 61 000 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი
შემდეგი სტატიახერსონის ოლქში ოკუპანტებისგან 8 დასახლებული პუნქტი გავათავისუფლეთ – უკრაინა