საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს უქმდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ 22 მაისიდან საგანგებო მდგომარეობის გასაგრძელებლად პრეზიდენტს აღარ მიმართავს. ამის შესახებ მან მთავრობის წევრებთან შეხვედრის დროს თქვა.

მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ შეზღუდვები სრულად და ერთიანად მოიხსნება.

„საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება 22 მაისის შემდეგ პრეზიდენტს და შესაბამისად პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გაგრძელების მიზნით.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში გამოცხადდა 21 მარტს, შემდეგ იყო ერთხელ გადავადებული და დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით საქართველოს მთავრობა პარლამენტს აღარ მიმართავს.

დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით პარლამენტს მთავრობა აღარ მიმართავს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია, იქნება მოხსნილი. შეზღუდვების ნაწილი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგების აზრით, რათა შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის მაღალი დონე, რომელიც გვაქვს, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ამისთვის მივმართავთ პარლამენტს, რათა დავიწყოთ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვმართოთ ეპიდემია და რისკები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიმოსწავლეები გადავლენ შემდეგ კლასებში, სტუდენტები კი შემდეგ კურსებზე ეს ჩვენი სფეროს დიდი დამსახურებაა – მიხეილ ჩხენკელი
შემდეგი სტატიავაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N22 კორპუსთან დასასვენებელი სივრცის და სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს