საქართველოში პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო დატოვა

საქართველოში პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო დატოვა.   მამაკაცს ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ტესტი ჩაუტარდა, შედეგად, ვირუსი აღარ დაუფიქსირდა. კლინიკიდან გაწერილი პაციენტი თვითიზოლაციაში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება. საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

banner
წინა სტატიაშიევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე თვითიზოლაციაში იმყოფება
შემდეგი სტატიანიკა ანთიძის ინიციატივა